1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>

Latest

  • ეგვიპტური სამზარეულო

    ეგვიპტური სამზარეულო მრავალფეროვანი სანელებლებით შეზავებული კერძებითა და დელიკატესებით გამოირჩევა. კერძების ფართო არჩევანი ხელმისაწვდომია ნებისმიერი გემოვნებისა და შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის.

    ეგვიპტეში ყოფნისას გირჩევთ გასინჯოთ ნაციონალური კერძები _ `მტრედი  ბრინჯით~, "ქაბაბი" და "კოფთა" ან "მოლოხაიას სუპი ბალადით" (ეგვიბტური პური). "Ful" და F Falafel "taameya" სენდვიჩები შეგიძლიათ შეიძინოთ ყველგან. ეგვიპტური კერძების გემოვნებიანობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ზღვის ახალი პროდუქტებით მზადდება, რაც მას შესანიშნავ არომატს სძენს. ეგვიპტური სამზარეულო ტკბილეულის ფართო არჩევანს გთავაზობთ. ვეგეტარიანელებს  შეუძლიათ ადვილად იპოვონ მათთვის სასურველი კერძები. საერთაშორისო, იტალიური, ფრანგული, ახლო აღმოსავლური (ჩინური, ინდური, ტაილანდური, კორეული) სამზარეულო და უბრალოდ, საერთაშორისო სწრაფი კვების ობიექტები ადვილად მისაგნებია ეგვიპტეში. რესტორნის ასარჩევად ეწვიეთ შემდეგ ინტერნეტ გვერდს - www.cte-egypt.org

     

  • ყავის სახლები

    თანამედროვე ყავის სახლები
    როდესაც ვსაუბრობთ ეგვიპტურ ყავის სახლებზე, ხალხის უმრავლესობას წარმოუდგენია ადგილობრივი ტრადიციული ყავა, მაგრამ არის ყავის სახლები, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ დასავლური კაპუჩინო და სხვა...
    ასევე არის ადგილები, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უალკოჰოლო სასმელები.

  • ბარები და რესტორნები

    ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურის ზეგავლენით, ეგვიპტური სამზარეულო სხვადასხვა სადილების შესანიშნავი კომბინაციაა. მისი დელიკატესები შეზავებულია ეგზოტიკური სანელებლებით.

მოკლე ინფორმაცია ეგვიპტის შესახებ

ეგვიპტე - ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.

ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს, ხოლო სამხრეთით სუდანს ესაზღვრება. ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა, ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო. ქვეყანას მდინარე ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.

ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული. ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება, გარდა რამოდენიმე შემონახული ოაზისისა. ხალხი ძირითადად ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე და აფრიკის მხრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.

სამხრეთის სანაპიროზე, სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი თითქმის ყველა მყვინთავისა და ტურისტისათვის საინტერესო ადგილია. ასვანის მაღალი ჯებირები, ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისაგან იცავს. ეს დაბა მოსახლეობას ელექტრო ენერგიითაც ამარაგებს.

  • დედაქალაქი: ქაირო (30°2′N 31°13′E)
  • ოფიც. ენები: არაბული
  • მთავრობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  • პრეზიდენტი: ჰოსნი მუბარაქი
  • პრ.-მინისტრი: აჰმედ ნაზიფი
  • საერთო ფართობი: 980,869 კმ² (30-ე)
  • მოსახლეობა (2007წ): 80,335,036
  • ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP)
  • დროის სარტყელი: EET (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
  • სატელეფონო კოდი: +20

კლიმატი

ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე სუბტროპიკული კლიმატია, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე უდაბნოს ტროპიკული ჰავაა. აქ წვიმა ძალიან იშვიათად მოდის, ღრუბლიანი დღეები გამონაკლისად ითვლება, ჰაერი ცხელი და გამომშრალია.

ეგვიპტისთვის დამახასიათებელია საგრძნობლად მკვეთრი ცვალებადი ტემპერატურა. მაგალითად, ქაიროში იანვარ-თებერვალში შუადღის ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუსამდეც კი მიაღწიოს, მაგრამ ღამით 0 გრადუსამდე და კიდევ უფრო დაბლა დავარდეს. იანვარში საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 14 გრადუსიდან 17 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ივლისში 26-იდან 33 ცელსიუს გრადუსამდე.

შემოდგომისას საკმაოდ არასასიამოვნო და შემაწუხებელი ბუნებრივი მოვლენა უტევს ეგვიპტეს. ამ პერიოდში უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლური ქარი – ხამსინი უმოწყალოდ უბერავს. ხამსინი არაბულად „ორმოცდაათს“ ნიშნავს. წელიწადში ზუსტად ამდენი დღე უბერავს ეგვიპტეში ეს შეუბრალებელი და ძალიან ცხელი ქარი. ხამსინის დროს ჰაერი 40 გრადუსამდე ცხელდება და ჰაერის ტენიანობა 10 პროცენტამდე კლებულობს. ხამსინის მოტანილი მტვერი ყველგან ატანს. მოსახლეობას მტვერი სახლის ყველა კუთხეში ხვდება. მიუხედავად კარგად დახურული კარებებისა, მტვერი ატანს ოთახებში, ავეჯში, ტანისამოსში, ტრასპორტში და ადამიანის სხეულშიც კი. მტვრით სავსე ქალაქს კი „ტალახიანი“ წვიმა ასუფთავებს და თან წაიყოლებს ხამსიმის მოტანილ ქვიშის მტვერს.

ფულის ერთეული
ეგვიპტის ნაციონალური ფულის ერთეულია - ეგვიპტური ფუნტი. ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ადგილობრივ მონეტებზე - პიასტრებზე. ერთი ეგვიპტური ფუნტი 100 პიასტრს უდრის. რაც შეეხება ქაღალდის პიასტრებს მისი მხოლოდ 25 და 50 -იანი ნომინალები არსებობს. ხოლო მონეტები 5, 10 და 25-იანებია. ქაღალდის ფუნტების ნომინალები კი 1, 5, 10, 20, 50 და 100 იზრდება.

(1 ამერიკული დოლარი ~5,5 ეგვიპტურ ფუნტს უდრის)

საკრედიტო ბარათებს თითქმის ყველა დიდ სასტუმროში იღებენ, თუმცა მათ ბევრ პატარა მაღაზიაში ნამდვილად ვერ გამოიყენებთ. ისეთი საკრედიტო ბარათებით როგორებიცაა Euro/Master Card და Visa ბევრ ბანკში თანხის განაღდებაც კი შეგიძლიათ. გახსოვდეთ! არ გადაყაროთ ფულის გადაცვლის დამადასტურებელი ქვითრები, რადგან ისინი სასტუმროში ხარჯების დათვლისას აუცილებელია.

სავიზო სისტემა
ეგვიპტეში გამგზავრებისას შეამოწმეთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი. მისი ვადა 3 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტურისტები ერთთვიან ვიზას პირდაპირ აეროპორტში მისვლისთანავე მიიღებენ, ასევე იქვე გადაიხდით საკონსულოს გადასახადს, რაც 15-20 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.

14 წლამდე ბავშვებს, რომლებიც მშობლების პასპორტში არიან გატარებულნი ვიზის მიღება არ სჭირდებათ. ისინი ქვეყნის სტუმრობას მშობლების ვიზით შესძლებენ.

სამუშაო დღეები
ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ბანკი მუშაობს ყოველდღიურად, პარასკევის და შაბათის გარდა. სამუშაო საათები 8:30-დან 15:30. საკურორტო ქალაქებში მაღაზიები როგორც წესი 10:00-დან 13:00 საათამდე და შემდეგ 17:00-დან შუაღამემდე მუშაობენ. ეგვიპტეში ოფიციალურ გამოსასვლელ დღედ პარასკევია დადგენილი.

დედაქალაქი (ქაირო)
ეგვიპტის დედაქალაქი ქაირო, არამხოლოდ ეგვიპტეში, არამედ მთელს აფრიკაში ყველაზე დიდ ქალაქად გვევლინება. ქაირო 969 წელს დაარსდა. ქალაქს თავდაპირველად „ალ-კაჰირად“ მოიხსენიებდნენ რაც „გამარჯვებულს“ ნიშნავს. კაჰირა ნელ-ნელა ვითარდებოდა და ბოლოს თანამედროვე ქაიროდ გადაიქცა. 1250-1517 წლებში ქვეყანას მამლუქები მართავდნენ. მათი ბრძანებით ქალაქში უამრავი მეჩეთი, მუზეუმი და სკოლა აშენდა.

1805 წელს რეფორმატორმა მმართველმა მუჰამედ ალიმ ქალაქს ქვეყნის დედაქალაქის ფორმატი მისცა. ქაირო იმ ადგილიდან მცირე დაშორებითაა განლაგებული სადაც 3 ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტის ულამაზესი ქალაქი მემფისი იდგა.

თანამედროვე კაიროს ცენტრია ალ-ტახირის მოედანი, სადაც ქვეყნის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები მდებარეობს. ასევე, აქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ქაიროს მუზეუმი. მუზეუმი 1858 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მარიეტმა დაარსა. მუზეუმში ძველი ეგვიპტის კულტურის ბევრი უძვირფასესი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობაც.


საქართველოს საელჩო: ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი: გოჩა ჯაფარიძე

მდებარეობა: ქ. ქაირო, ეგვიპტე
მისამართი: Mohandessin, 11 Tanta Street, Aswan Square
ფაქსი: + (20 2) 3304-47-78
ტელეფონი: + (20 2)3304-47-98; 3304-47-68
ელ–ფოსტა : ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript  
ვებ-გვერდი: www.egypt.mfa.gov.ge